BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//CCN//Events Calendar//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
NAME:CCN ღონისძიებების კალენდარი
X-WR-CALNAME:CCN ღონისძიებების კალენდარი
X-WR-CALDESC:მომავალი ღონისძიებები
BEGIN:VEVENT
UID:event-2085-1783686600@stat.ccn.ge
DTSTAMP:20260623T190613Z
DTSTART:20260710T123000Z
DTEND:20260711T153000Z
SUMMARY:ბრევეტი 400კმ - ბათუმი
DESCRIPTION:🔥 გიფიქრია\, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 27 საათში? 10-11 ივლის
 ს 2026 წლის მესამე\, 400 კმ ბრევეტს ვატარებთ. ღონისძიების შესახებ ბრევეტი 
 არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით. მისი საშუალებით გამოცდი სა
 კუთარ გამძლეობას\, დროის სწორად მართვისა და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბ
 რები სხვას — შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს. მარტივად რომ ავხსნათ: ფი
 ნიშერის მედალს მიიღებ\, თუ 400 კმ დისტანციას 27 საათზე ნაკლებ დროში გაივლი
 . მანძილი: 400 კმ დროის ლიმიტი: 27 საათი 00 წუთი ფორმატი: self-supported s
 elf-supported ნიშნავს\, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი ნავიგაციაზე
 \, კვებაზე\, ჰიდრაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია
 \, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა. მარშრუტის შესახებ (მარშრუტში შ
 ესაძლოა პატარა ცვლილებები) მარშრუტი იწყება თბილისში და სრულდება ბათუმში. ს
 ტარტის შემდეგ მონაწილეები დასავლეთის მიმართულებით გაემართებიან და გაივლიან
  გორს\, ხაშურს\, ბორჯომსა და ახალციხეს. ახალციხის შემდეგ მარშრუტი აჭარის მ
 თიანეთის მიმართულებით გრძელდება\, გადის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე და
  საბოლოოდ ბათუმში სრულდება. მარშრუტის სიგრძე ~400 კილომეტრია\, ხოლო აღმართ
 ების ჯამი ~4\,400 მეტრს შეადგენს. მარშრუტი აერთიანებს სწრაფ და სწორ მონაკვ
 ეთებს\, ხანგრძლივ აღმართებსა და დაღმართებს. ყველაზე რთული ნაწილი მარშრუტის
  მეორე ნახევარშია\, სადაც მონაწილეებს მაღალმთიანი მონაკვეთის გავლა მოუწევთ
 . ამ მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძალების სწორად გადანაწილება\,
  ამინდის ცვლილებისთვის მზადყოფნა და განათების საკმარისი რესურსი. მონაწილეე
 ბს მოუწევთ როგორც დღისით\, ისე ღამით მოძრაობა. თბილისსა და დაბლობ მონაკვეთ
 ებზე შესაძლებელია იყოს მაღალი ტემპერატურა\, ხოლო მაღალმთიან ზონაში — მკვეთ
 რად დაბალი ტემპერატურა\, ნისლი\, წვიმა და ძლიერი ქარი. გამოცხადება სტარტზე
  15:30 — სტარტამდე 1 საათით ადრე სტარტი — თბილისი (ივანე ჯავახიშვილის ხიდი
 ) გახსნა: 16:30 — 10 ივლისი ჩეკპოინტი 1 — კასპი მანძილი: 57კმ გახსნა: 17:3
 0 დახურვა: 20:30 ჩეკპოინტი 2 — ხცისი მანძილი: 142 კმ გახსნა: 19:30 დახურვა
 : 02:00 ჩეკპოინტი 3 — ახალციხე მანძილი: 225 კმ გახსნა: 21:20 დახურვა: 08:0
 0 ჩეკპოინტი 4 — ხულო მანძილი: 313 კმ გახსნა: 01:10 დახურვა: 13:40 ფინიში —
  ბათუმი მანძილი: 400 კმგახსნა: 04:00 დახურვა: 19:30 — 11 ივლისი (სტარტიდან
  27 საათი)მნიშვნელოვანი შენიშვნა: ACP-ის მოქმედი წესების მიხედვით\, შუალედ
 ური საკონტროლო პუნქტების გახსნისა და დახურვის დროები მონაწილეებისთვის საორ
 იენტაციოა და ეხმარება მათ\, შეაფასონ\, ასწრებენ თუ არა ბრევეტის საერთო დრო
 ის ლიმიტში დასრულებას. საბოლოო და სავალდებულო დროითი მოთხოვნა არის ფინიშის
  დახურვის დრო. ვის შეუძლია მონაწილეობა მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზა
 დებულ ველოსიპედისტს\, რომელსაც აქვს ხანგრძლივი და მთაგორიანი მარშრუტების გ
 ავლის\, ასევე დღისით და ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების გამოცდილება. 400 კმ 
 ბრევეტი არ არის რეკომენდებული\, როგორც პირველი ულტრადისტანციური ღონისძიება
 . სასურველია მონაწილეს უკვე გავლილი ჰქონდეს მინიმუმ 200 ან 300 კმ ბრევეტი\
 , ან ანალოგიური სირთულის ხანგრძლივი ველომარშრუტი. დაახლოებით 4\,400 მეტრი 
 აღმართისა და რთული მაღალმთიანი მონაკვეთების გამო მონაწილეს უნდა შეეძლოს ტე
 მპის\, ენერგიის\, კვებისა და ჰიდრაციის სწორად მართვა მთელი 27 საათის განმა
 ვლობაში. რეკომენდებულია Gravel\, Endurance ან Cyclocross ველოსიპედი. Road 
 ველოსიპედით მონაწილეობის შემთხვევაში რეკომენდებულია შედარებით ფართო\, გამძ
 ლე საბურავები. რატომ ღირს მონაწილეობა ბრევეტი 400 მხოლოდ მანძილი არ არის —
  ეს არის ნებისყოფის\, დისციპლინის\, მენტალური სიმტკიცისა და დროის მართვის 
 გამოცდა. თბილისიდან ბათუმამდე 400 კილომეტრის გავლა მონაწილეს საშუალებას აძ
 ლევს გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებულ რელიეფსა და ამინდის პ
 ირობებში\, ისწავლოს დაღლილობის მართვა და მოემზადოს კიდევ უფრო გრძელი გამოწ
 ვევისთვის — 600 კმ ბრევეტისთვის. რეკომენდაცია მარშრუტი წინასწარ ჩაწერეთ GP
 S მოწყობილობაში ან ტელეფონში. მხოლოდ ინტერნეტსა და ონლაინ ნავიგაციაზე ნუ ი
 ქნებით დამოკიდებული. იქონიეთ სრულად დამუხტული ტელეფონი და საკმარისი მოცულო
 ბის power bank. აუცილებლად გქონდეთ გამართული წინა და უკანა განათება. რეკომ
 ენდებულია სათადარიგო განათების ან დამატებითი ელემენტების ქონაც. გამოიყენეთ
  ამრეკლი ჟილეტი ან სხვა ამრეკლი ელემენტები\, განსაკუთრებით ღამის მონაკვეთე
 ბზე. წაიღეთ საკმარისი წყალი\, ელექტროლიტები და ენერგიის სწრაფად აღსადგენი 
 საკვები: გელები\, ბარები\, ბანანი და სხვა წინასწარ გამოცდილი პროდუქტები. წ
 ინასწარ დაგეგმეთ\, სად შეძლებთ საკვებისა და წყლის მარაგის შევსებას. მაღალმ
 თიან მონაკვეთებზე მაღაზიები და სხვა სერვისები შეიძლება შეზღუდული იყოს. არ 
 გამოიყენოთ საკვები\, სასმელი ან დანამატები\, რომლებიც მანამდე არ დაგიტესტა
 ვთ. შეამოწმეთ საბურავები\, მუხრუჭები\, ჯაჭვი\, გადართვის სისტემა და განათე
 ბები სტარტამდე. იქონიეთ მინიმუმ ორი სათადარიგო კამერა\, ტუმბო ან CO₂\, საბ
 ურავის შეკეთების ნაკრები\, ჯაჭვის შემაერთებელი და მულტითული. Tubeless სისტ
 ემის გამოყენების შემთხვევაში იქონიეთ საბურავის საცობები\, დამატებითი ჰერმე
 ტიკი და სათადარიგო კამერა. აუცილებლად იქონიეთ საწვიმარი ქურთუკი\, თბილი ში
 და ფენა და ხელთათმანები. მაღალმთიან მონაკვეთებზე ტემპერატურა შეიძლება საგრ
 ძნობლად დაეცეს. ხანგრძლივი დაღმართების წინ შეამოწმეთ მუხრუჭები და აკონტროლ
 ეთ სიჩქარე. განსაკუთრებით ფრთხილად იმოძრავეთ ღამით\, ნისლში\, წვიმასა და ს
 ველ გზაზე. წინასწარ დაგეგმეთ მოკლე დასვენებების სტრატეგია\, განსაკუთრებით 
 იმ შემთხვევაში\, თუ ღამით ხანგრძლივად მოძრაობას არ ხართ მიჩვეული. არ დაიწყ
 ოთ ზედმეტად მაღალი ტემპით. გადაანაწილეთ ძალები მთელი დისტანციისა და განსაკ
 უთრებით მარშრუტის მეორე ნახევრისთვის. გაითვალისწინეთ\, რომ ღონისძიება self
 -supported ფორმატში ტარდება და მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ 
 ჯანმრთელობაზე\, უსაფრთხოებაზე\, ნავიგაციაზე და ტექნიკურ მზადყოფნაზე.\n\nDe
 tails: https://stat.ccn.ge/ka/events/brevet-400km-2026
LOCATION:ივანე ჯავახიშვილის ხიდი\, თბილისი
URL:https://stat.ccn.ge/ka/events/brevet-400km-2026
STATUS:CONFIRMED
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
UID:event-2086-1787407200@stat.ccn.ge
DTSTAMP:20260623T190613Z
DTSTART:20260822T140000Z
DTEND:20260823T140000Z
SUMMARY:TOUR D'ARAGATS / AROUND ARAGATS 2026
DESCRIPTION:2026 წლის 22–23 აგვისტოს\, სომხეთის ქალაქ აპარანში მეორედ გაიმა
 რთება საერთაშორისო ველორბოლა „TOUR D'ARAGATS / AROUND ARAGATS 2026“. ღონის
 ძიება განკუთვნილია როგორც მოყვარული\, ისე პროფესიონალი ველომოყვარულებისთვი
 ს და მოიცავს არაგაცის მთის გარშემო 160 კმ-იან საგზაო რბოლას. საპრიზო ფონდი
  შეადგენს 3\,000\,000 სომხურ დრამს (AMD). კატეგორიები მოყვარული მამაკაცები
  (17–35 წლის) მოყვარული მამაკაცები (36–50 წლის) მოყვარული მამაკაცები (51+ 
 წლის) მოყვარული ქალები (17+ წლის) სპორტსმენები\, რომლებმაც მონაწილეობა მიი
 ღეს ეროვნული ჩემპიონატების რბოლებში 2022–2026 წლებში ველომრბოლელები\, რომლ
 ებმაც ეროვნულ ჩემპიონატებში მონაწილეობა 2022 წლამდე მიიღეს\, მოყვარულთა კა
 ტეგორიებში იასპარეზებენ. საპრიზო ფონდი I ადგილი: 300\,000 AMD II ადგილი: 2
 00\,000 AMD III ადგილი: 100\,000 AMD მე-4–მე-7 ადგილებზე გასული მონაწილეებ
 ი სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან\, ხოლო დანარჩენი მონაწილეები მონაწი
 ლეობის სერტიფიკატებს მიიღებენ. რბოლის მარშრუტი და განრიგი მთავარი შეჯიბრი 
 გაიმართება არაგაცის მთის გარშემო 160 კმ-იან საგზაო მარშრუტზე. 08:00 — რეგი
 სტრაცია აპარანის მუნიციპალიტეტის შენობის წინ 09:00 — ოფიციალური სტარტი აპა
 რანის ცენტრალური მოედნიდან 17:00 — მოსალოდნელი ფინიში (გასული წლის შედეგებ
 ის მიხედვით) 18:00 — დაჯილდოების ცერემონია რეგისტრაციისას მონაწილეები მიიღ
 ებენ სასტარტო ნომრებს და ხელს მოაწერენ ღონისძიების ოფიციალურ რეგლამენტს. 2
 2 აგვისტო — შეკრებისა და კემპინგის დღე 18:00 — მონაწილეთა შეკრება საღამო კ
 ოცონთან საკონცერტო პროგრამა და DJ ვახშამი და ღამისთევა (კემპინგი) პირველი 
 დღის აქტივობებში მონაწილეობა სავალდებულო არ არის. მონაწილეებს შეუძლიათ დაე
 სწრონ მხოლოდ რბოლის დღეს. მსურველებს ასევე შეუძლიათ საკუთარი ხარჯით სასტუმ
 როში ან საოჯახო სასტუმროში დარჩენა. კვება და მხარდაჭერა ორგანიზატორები უზრ
 უნველყოფენ: ვახშამს საუზმეს წყალსა და ხილს რბოლის განმავლობაში ფინიშის შემ
 დეგ კვებას დამატებითი ინფორმაცია E-bike-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა
  არასაკონკურსო\, ტურისტულ ფორმატში. ტრანსპორტი ერევნიდან გავა 16:00 საათზე
  რესპუბლიკის მოედნიდან. ველოსიპედების ტრანსპორტირება განხორციელდება ფედერა
 ციის სპეციალური მისაბმელებით. მონაწილეებს შეუძლიათ საკუთარი ავტომობილითაც 
 ჩამოსვლა. მონაწილეობის საფასური: 10\,000 AMD. საერთაშორისო მონაწილეებს შეუ
 ძლიათ ეს ღონისძიება თავიანთ სამოგზაურო გეგმებში შეიტანონ და სპორტი აქტიურ 
 დასვენებასთან გააერთიანონ. პროექტის დამფუძნებელია ველომოყვარულთა ფედერაცია
 \, აპარანის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღება
 დ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: რეგისტრაციის ფორმა\n\nDetails: https://stat
 .ccn.ge/ka/events/tour-daragats-2026
LOCATION:The Municipality of Aparan\, ახალციხე
URL:https://stat.ccn.ge/ka/events/tour-daragats-2026
STATUS:CONFIRMED
END:VEVENT
END:VCALENDAR
