ველობლოგი

ჩვენი ბლოგი გთავაზობთ რჩევებს ველოსიპედის მოვლის და მართვის შესახებ. ადევნე თვალი ველოსპორტის სიახლეებს. გაიცანი და შეუერთდი ველომოყვარულების საზოგადოებას.

Filters
გასუფთავება
20 ივნისი 2026

რატომ გვიხსნის ველოსიპედი სტრესს?

ველოსიპედი როგორც ჩემი მეგობარი ფსიქოლოგი — ის მხოლოდ ტრანსპორტი ან ვარჯიში არ არის. ის ბევრისთვის სტრესისგან გათავისუფლების, გონების გადატვირთვისა და აწმყოში დაბრუნების საშუალებაა.

07 ივნისი 2026

ლაელ უილკოქსი 2026: შეძლებს თუ არა ქალი ველოსიპედით Overall Around the World Record-ის მოხსნას?

2024 წელს ქალთა რეკორდის დამყარების შემდეგ, ლაელ უილკოქსი ბრუნდება! 2026 წლის 7 ივნისს ის ჩიკაგოდან იწყებს ისტორიულ Supported Attempt-ს, რათა მარკ ბომონტის 78-დღიანი აბსოლუტური რეკორდი მოხსნას და გახდეს ყველაზე სწრაფი ადამიანი პლანეტაზე, ვისაც კი ველოსიპედით ეს დისტანცია დაუფარავს.

10 მაისი 2026

სამთო ველო მარშრუტი რაჭაში: შაორის ტბა, მთა საწალიკე, მღვიმე კიდობანა

32 კმ-იანი რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი სამთო ველო მარშრუტი რაჭაში, რომელიც იწყება ქვედა თლუღიდან და გადის ტყის გრუნტიან გზებზე. მარშრუტზე გელოდებათ შაორის ტბა, მღვიმე კიდობანა, ნაძვნარის სურნელი, სწრაფი დაშვებები და მთა საწალიკიდან გადაშლილი პანორამული ხედები მთელ იმერეთზე.

07 მაისი 2026

4 სამთო ველო მარშრუტი თბილისთან ახლოს

4 MTB მარშრუტი თბილისთან ახლოს, რომლებიც პირადად გვაქვს გავლილი და დატესტილი. სტატიაში ნახავთ მარტივ და საშუალო სირთულის მიმართულებებს, პრაქტიკულ რჩევებს, უსაფრთხოების რეკომენდაციებს და ინფორმაციას ტურისტებისთვის.

29 აპრილი 2026

სუპერმენის პოზიცია: გრეიმ ობრი, მფრინავი შოტლანდიელი

გრეიმ ობრიმ ველოსპორტში შექმნა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ეფექტური აეროდინამიკური პოზიცია — „სუპერმენი“. როგორ შეცვალა წესები, რა გამოიგონა და რატომ აკრძალა UCI-მ მისი ტექნიკა.

22 მარტი 2026

ქრომ მოლიბდენის ველოსიპედის ჩარჩო: რატომ უყვართ ის დღემდე

ველოსიპედის ჩარჩოს მასალა დიდ გავლენას ახდენს ველოსიპედის ხასიათზე, კომფორტზე, გამძლეობასა და გამოყენების სფეროზე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფართოდ გამოიყენება ალუმინი, კარბონი და ტიტანი, ქრომ მოლიბდენის ჩარჩოები კვლავ განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბევრი ველომოყვარული მათ აფასებს არა მხოლოდ სიმტკიცის, არამედ გზაზე განსაკუთრებული შეგრძნების გამოც.

01 მარტი 2026

ომარ ფხაკაძე – ქართული ტრეკ-სპრინტის ლეგენდა

ომარ ფხაკაძე ქართული ტრეკ-სპრინტის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა. მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური მედალოსანი და ადამიანი, რომელმაც ქართულ ველოსპორტს საერთაშორისო ავტორიტეტი მოუტანა.

28 თებერვალი 2026

თბილისიდან მესტიაში - ზამთრის ველოტური

თბილისიდან მესტიაში ზამთრის ველოტური ჩემთვის ნამდვილი თავგადასავალი აღმოჩნდა: შუადღით დავიძარი და მეექვსე დღეს, გორის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ქუთაისის, წალენჯიხისა და ენგურჰესის გავლით მესტიაში ავედი. გზად ხან მზიანი ამინდი მქონდა, ხან ძლიერ წვიმა, სიცივე, ბევრი აღმართი და მიტოვებული ძაღლი. ზოგჯერ სხეულს ვუსმენდი და ტემპს ვანელებდი, ზოგჯერ კი დაღამებამდე ვაგრძელებდი სვლას. ამ გზამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საკუთარი თავისთვის ყველაზე კარგი საჩუქარი სწორედ ველო მოგზაურობაა.

13 დეკემბერი 2025

ზამთრის ველო აღჭურვილობა: რა უნდა ჩაიცვა ცივ ამინდში?

ზამთარში ველოსიპედით სიარული ბევრისთვის გამოწვევაა, მაგრამ სწორი ჩაცმულობით ცივი ამინდი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს.