🔥 გიფიქრია, რა მანძილის დაფარვას შეძლებ 20 საათში?
13-14 ივნისს 2026 წლის მეორე, 300 კმ ბრევეტს ვატარებთ.
ღონისძიების შესახებ
ბრევეტი არის საერთაშორისო გამოწვევა ასწლოვანი ისტორიით.
მისი საშუალებით გამოცდი საკუთარ გამძლეობას, დროის სწორად მართვის და დაგეგმვის უნარებს. შენ არ ეჯიბრები სხვას, შენ ეჯიბრები საკუთარ შესაძლებლობებს!
მარტივად რომ ავხსნათ: ფინიშერის მედალს მიიღებ, თუ 300 კმს 20 საათზე ნაკლებ დროში გაივლი.
- მანძილი: 300 კმ
- დროის ლიმიტი: 20 საათი 00 წუთი
- ფორმატი: (self-supported)
self-supported ნიშნავს, რომ მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი: ნავიგაციაზე, კვებაზე, ჰიდრატაციაზე და ტექნიკურ საკითხებზე. გარე დახმარება დაუშვებელია, გარდა საჯაროდ ხელმისაწვდომი სერვისებისა.
მარშრუტის შესახებ
მარშრუტი წრიულია, იწყება და სრულდება ქუთაისში, თეთრ ხიდზე. სტარტის შემდეგ მონაწილეები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გაემართებიან, გაივლიან მარტვილის მუნიციპალიტეტს და გზას ანაკლიისკენ გააგრძელებენ. ანაკლიიდან მარშრუტი სენაკისა და სამტრედიის გავლით კვლავ ქუთაისისკენ ბრუნდება.
მარშრუტის დიდი ნაწილი გადის დასავლეთ საქართველოს დაბლობ მონაკვეთებზე, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნონ სტაბილური ტემპი და სწორად გადაანაწილონ ენერგია მთელი დისტანციის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მარშრუტი არ გამოირჩევა მძიმე აღმართებით, 300 კმ დისტანციაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტემპის კონტროლი, კვების და ჰიდრაციის წინასწარ დაგეგმვა, ასევე ენერგიის დაზოგვა ფინიშამდე.
- გამოცხადება სტარტზე
05:00 (1 საათით ადრე სტარტამდე) - სტარტი - ქუთაისი (თეთრი ხიდი)
გახსნა: 06:00 - ჩეკპოინტი 1 - ნაფიჩხოვო
გახსნა: 07:40 (1ს 40წ)
დახურვა: 11:30 (5ს 30წ) - ჩეკპოინტი 2 - ანაკლია
გახსნა: 09:30 (3ს 30წ)
დახურვა: 17:40 (11ს 40წ) - ჩეკპოინტი 3 - სენაკი
გახსნა: 12:00 (6ს 00წ)
დახურვა: 22:00 (16ს 00წ) - ფინიში - ქუთაისი (თეთრი ხიდი)
დახურვა: 02:00 (20ს 00წ)
ვის შეუძლია მონაწილეობა
მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურად მომზადებულ ველოსიპედისტს,
რომელსაც შეუძლია ხანგრძლივი მანძილის დაფარვა სტაბილური ტემპით.
მარშრუტის აღმართების ჯამი დაახლოებით 1400 მეტრს შეადგენს, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც გამოცდილი რანდონერებისთვის, ასევე იმ მონაწილეებისთვის, რომლებიც პირველად ცდილობენ 300 კმ დისტანციის დაფარვას.
რეკომენდებულია Road, Gravel, Cyclocross ველოსიპედი.
რატომ ღირს მონაწილეობა
ბრევეტი 300 მხოლოდ მანძილი არ არის — ეს არის ნებისყოფის, დისციპლინის და მენტალური სიმტკიცის გამოცდა. ასევე, ეს პირველი ნაბიჯია უფრო გრძელი ბრევეტებისკენ: 400 კმ და 600 კმ.
რეკომენდაცია
- მარშრუტი წინასწარ ჩაწერეთ GPS მოწყობილობაში ან ტელეფონში.
- იქონიეთ სრულად დამუხტული ტელეფონი და power bank.
- აუცილებლად გქონდეთ წინა და უკანა განათება, რადგან მარშრუტის ნაწილი ღამით იქნება გასავლელი.
- წაიღეთ საკმარისი წყალი, ელექტროლიტები და ენერგიის სწრაფად აღსადგენი საკვები: გელები, ბარები, ბანანი.
- არ გამოიყენოთ ის საკვები და დანამატები, რომლებიც მანამდე არ დაგიტესტავთ.
- შეამოწმეთ საბურავები, მუხრუჭები, ჯაჭვი და გადართვის სისტემა სტარტამდე.
- იქონიეთ სათადარიგო კამერა, ტუმბო ან CO₂, საბურავის აღსადგენი ნაკრები და მულტითული.
- ჩაიცვით ამინდის შესაბამისად. ღამით ტემპერატურა შეიძლება საგრძნობლად დაეცეს.
- გადაანაწილეთ ძალები.
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიება self-supported ფორმატში ტარდება და მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე, ნავიგაციაზე და ტექნიკურ მზადყოფნაზე.